“ბარსელონამ” ელ პრატის აეროპორტი ცენტრალური ევროპის დროით 11 საათსა და 20 წუთზე დატოვა და უკვე ჩაფრინდა ვილიარეალში, სადაც საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი დახვდა.
თუ კატალონიელები “ვილიარეალს” დაამარცხებენ, მაშინ ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლებენ და პირველადგილოსანთან სხვაობას 3 ქულამდე შეამცირებენ.
გუნდთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრეზიდენტი ხორდი მესტრე და დირექტორები ენრიკ ტომბასი და ხავიერ ვილაჟოანა.
“ბარსელონას” განაცხადი შემდეგნაირია: ტერ შტეგენი, მასიპი, პიკე, ბუსკეტსი, დენის სუარესი, არდა, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, სერხი რობერტო, გომეში და უმტიტი.
“ვილიარეალი” “ბარსას” მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება და, ლა ლიგაში გაშვებული გოლების რაოდენობის მხრივ, საუკეთესო მაჩქვენებელი აქვს, მაგრამ “ელ მადრიგალზე” კატალონიელები ბოლოს 9 წლის წინ დაამარცხა.




იმედია კარგი მატჩი გამოვა და მოვიგებთ
ნეიმარის გოლს არ დავეძებ მთავარია ბარსამ ყველა ტიტული მოიგოს და მასიმ ოქროს ბურთი და ბუცი მოიგოს