მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალმა” “ბარსელონას” რეკორდი გაიმეორა

“რეალმა” “ბარსელონას” რეკორდი გაიმეორა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურის მატჩში, მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “გრანადას” წინააღმდეგ დამაჯერებელი ანგარიშით, 5:0 იმარჯვა. “სამეფო კლუბი” ზედიზედ 39-ე შეხვედრაში არ დამარცხდა.

ზინედინ ზიდანის კოლექტივმა, ლუის ენრიკეს “ბარსელონას” რეკორდი გაიმეორა. 2015 წლის ოქტომბრიდან, 2016 წლის მარტამდე კატალონიურმა კლუბმა ზედიზედ 39 შეხვედრა არ წააგო.

“ბარსელონას” დაუმარცხებელი სვლა “ელ კლასიკოში” შეწყდა (1:2).

12 იანვარს, მადრიდის “რეალი” სტუმრად “სევილიას” ეწვევა, სადაც მუდმივი ანტაგონისტის რეკორდის მოხსნის შანსი ექნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში