მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ჰამბურგში” დაადასტურეს, რომ ჰალილოვიჩს წასვლა სურს

“ჰამბურგში” დაადასტურეს, რომ ჰალილოვიჩს წასვლა სურს

“ჰამბურგის” ახალმა სპორტულმა დირექტორმა, იენს ტოდტმა დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველს, ალენ ჰალილოვიჩს კლუბის დატოვება სურს, იტყობინება Bild.

20 წლის ხორვატი “ჰამბრუგში” “ბარსელონადან”, 2016 წლის ზაფხულში გადავიდა და გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა. ტრანსფერის თანხამ 5 მილიონი ევრო შეადგინა.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჰალილოვიჩმა მოედანზე მხოლოდ 138 წუთი გაატარა და ახლა “ჰამბურგიდან” წასვლა სურს.

“ჰამბურგის” სპორტული დირექტორის სიტყვებით, ჰალილოვიჩს მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, რასთან დაკავშირებითაც კლუბს გაშვება სთხოვა. ასევე განიხილება არენდის ვარიანტი.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში