“ბარსელონამ” ელ პრატის აეროპორტი ცენტრალური ევროპის დროით 10 საათზე დატოვა და დაახლოებით ერთ საათში ბილბაოში ჩაფრინდა. ბასკეთში “ბარსა” ესპანეთის თასის მერვედფინალში “ატლეტიკს” დაუპირისპირდება.
“ბლაუგრანას” განაცხადში 18 ფეხბურთელია. სილესენი ტრავმის გამო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გუნდთან ერთად იმყოფებიან ვიცე-პრეზიდენტი ხორდი მესტრე და დირექტორატის წევრები ენრიკ ტომბასი და ორიოლ ტომასი.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის წინა ეტაპზე ორი მატჩის ჯამში “ბარსამ” “ერკულესი” ანგარიშით 8-1 დაამარცხა, “ბილბაომ” კი “რასინგს” მოუგო ანგარიშით 5-1.

