“თქვენ ჯერ არ გინახავთ, ნამდვილი ბოიანი, ჩემი საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ არის. სიტუაცია “ბარსელონასა” და კატალონიის ნაკრებში განხსვავებული ერთმანეთისაგან, “ბარსელონაში” ბევრი ვარსვკვლავია, ბევრი ფიქრობს რომ მათ მხარდამხარ ადვილია თამაში, მაგრამ მერწმუნეთ ძალიან ძნელია. კატალონიის ნაკრებში კი სხვაგვარადაა, “ბარსელონასთან” შედარებით სუსტი შემადგენლობაა, ამიტომაც მე შემიძლია თავის გამოჩენა. დამერწმუნეთ, რომ სულ ცოტა ხანში თქვენ ნამდვილ ბოიანს იხილავთ თქვენს თვალწინ”.
“არდადაგები ჩემთვის ძალიან ცუდათ მიმდინარეობს, ეს დრო იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ დაგვესვენა, მაგრამ ეს მე სრულფასოვნად ვერ მოვახერხე, რადგანაც მაწუხებდა საშინელი ყელის ტკივილი. ვმოქმედებდი ექიმის რეკომენდაციით, მაგრამ ტკივილი მაინც 4 დღის მანძილზე არ გამიქრა. იმედია სრულიად გამოვჯამრთელდები და შევძლებ იანვარში გუნდის დახმარებას”.
ბოიანმა ასევე იბრაჰიმ აფელაიზეც თქვა ორი სიტყვა: “მე მასზე ძალიან ბევრი რამ მსმენია. მსურს, რომ მან ადაპტაცია მალე გაიაროს, იგი ძალიან კარგი ფეხბურთელია და შეძლებს “ბარსას” სტილში ჩაჯდომას. პირადად არცთუ კარგად ვიცნობ ჯერ, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგი ძალიან კარგი ადამიანია”.
