ტურინის “იუვენტუსის” სამწვრთნელო შტაბი “ბარსელონას” კაპიტნის, ანდრეს ინიესტას მომსახურებით დაინტერესდა, იტყობინება იტყობინება Calciomercato.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, “ბებერი ქალბატონის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა მზადაა ძალები არ დაიშუროს, რათა ინიესტამ იტალიურ გრანდში ითამაშოს. “იუვენტუსში” ასევე აპირებენ, რომ ინიესტასა და მის ყოფილ თანაგუნდელს, დანიელ ალვეშს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა გამოიყენონ. ეს უკანასკნელი კატალონიური კლუბიდან იტალიელთა რიგებში მიმდინარე სეზონის სტარტამდე გადავიდა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი თავის მხრივ დარწმუნებულია, რომ ინიესტა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ესპანელი ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება “ბარსელონასთან” 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში.


