29 დეკემბერს იბრაჰიმ აფელაიმ თავის ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში გამართა…
დღესასწაულები დასრულდა და ფეხბურთელები ვარჯიშს დაუბრუნდნენ, მაგრამ დაუბრუნდნენ ერთ ახალ ფეხბურთელთან ერთად, რომლის სახელი და გვარიც ყველას კარგად მოეხსენება და ვისაც არ მოეხსენება ვეტყვი, რომ ამ ახალგაზრდის სახელია იბრაჰიმ აფელაი. ფეხბურთელი, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც ბარსელონაში იმყოფება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სანამ კატალონიის დედაქალაქში ჩამოვიდოდა, იქამდე მას თავის სიცოცხლეში “ნოუ კამპი” ცოცხლად არ ენახა.
კატალონიის დროით 17 საათსა და 30 წუთზე იბრაჰიმი თავის ახალ კოლეგებსა და ახალ მწვრთნელებს შეხვდა. ერთი საათის შემდეგ კი მან თავის ახალ თანაგუნდელებთან ივარჯიშა. ჰოლანდიელი თავს ისე გრძნობდა, თითქოს საკუთარ სახლში ყოფილიყო და იმასაც ვერ შეატყობდით, რომ “ნოუ კამპზე” პირველად გააგორა ბურთი. იმედი ვიქონიოთ, რომ იგი ახალ გუნდთან ადაპტაციას ძალიან მალე გაივლის.
ასევე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ მას “ბარსასთან” ერთად ოფიციალური შეხვედრებში მონაწილეობა 3 იანვრამდე არ შეეძლება და შესაბამისად იგი მატჩს “ლევანტესთან” ვერ გამართავს, მაგრამ “ბარსას” და არამარტო “ბარსას” გულშემატკივრებს მისი ხილვის შანსი ბილბაოში შეეძლება, სადაც კატალონიური კლუბი “სამეფო თასის” საპასუხო შეხვედრას ადგილობრივი გუნდის, “ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართავს.


