workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე კატალონიის ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება

პიკე კატალონიის ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება

კატალონიურ სპორტულ გაზეთ Sport–ზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ იოჰან კრუიფის გაწვრთნილ კატალონიის ნაკრებს ოთხშაბათს გასამართ მატჩში, ჰონდურასის წინააღმდეგ ხერარდ პიკე ვერ დაემხრება. “ბარსას” მცველს ამ მატჩის გამოტოვება ტრავმის გამო მოუწევს.

კატალონიის ფეხბურთის ფედერაციამ სამედიცინო განყოფილებიდან შემდეგი განცხადება მიიღო: ” ხერარდ პიკეს მარჯვენა ფეხის კუნთზე აქვს პრობლემა, ამიტომ იგი 100%–ით მზად არაა სათამაშოდ. მან ტრავმირებული ფეხით თამაშს დასვენება და გამოჯანმრთელება ამჯობინა.”

გუნდის მთავარი ექიმის, რიკარდო პრუნას განცხადების მიღების შემდეგ, ფედერაციამ პიკე ჰონდურასთან მატჩის განაცხადიდან ამოაგდო. პიკე მეორე ფეხბურთელია, რომელიც კატალონიის ნაკრებს ვერ დაეხმარება ამ მატჩში. ხერარდის მსგავსად, ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს “მალაგას” ფეხბურთელი ფრანცესკ არნაუ. არნაუს ნაცვლად განაცხადში “ესპანიოლის” ფეხბურთელი კიკო კასტილი მოხვდა, ხოლო პიკეს ნაცვლად ვინ შეემატება ნაკრების სიას მატჩის დაწყებამდე გადაწყდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში