Sports Keeda-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური გრანდი სენსაციურ ტრანსფერს გეგმავს. “ბარსელონას” მიზანია ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდის, პაულო დიბალას შეძენა 60 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ.
მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” რამდენიმე პრობლემა აქვს, გუნდი ზეწოლას განიცდის. “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სატრანსფერო პოლიტიკა ამის ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. ახალწვეული პაკო ალკასერი, მის სანაცვლოდ გადახდილ თანხას ვერ ამართლებს, სხვა თავდამსხმელი კი სათადარიგოთა სკამზე კატალონიელებს არ ჰყავთ.
“ბარსელონამ” შესაძლოა “ვალენსიას” ექსფორვარდი გაყიდოს და უზარმაზარი თანხით “იუვენტუსის” დათანხმება სცადოს.