”ბარსელონას” მომდევნო შეხვედრა ”ატლეტიკთან”, ორ კვირაში გაიმართება.
გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა ”დიდი გამოწვევაა” მისი გუნდისთვის, და დარწმუნებულია, რომ თამაში იქნება ”ძალიან კარგი. ეს არის შესანიშნავი შანსი ჩვენთვის, რათა ვაჩვენოთ, თუ რა შეგვიძლია. სტადიონი იქნება სავსე, იქნება კარგი ატმოსფერო და ვიხილავთ სწრაფ შეტევებს. ვნახოთ, შევძლებთ, თუ არა დასახული მიზნის მიღწევას და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გადასვლას.”
”ბარსას” მენეჯერმა კარგად იცის, რომ ”ატლეტიკთან” თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლებელია საფინალო სასტვენამდე, და ეთანხმება ხოაკინ კაპაროსის მიერ გამოთქმულ აზრზს, რომ გასვლის შანსები გუნდებს, თანაბრად აქვთ. გვარდიოლა თვლის, რომ უგოლო ფრე კარგი შედეგია მისი გუნდისთვის. ასეთი შედეგი საშუალებას აძლევს კლუბს, რეალობას გაუსწოროს თვალი.
”ბლაუგრანას” მწვრთნელი თვლის, რომ გუშინდელ თამაშში, მის ფეხბურთელებს ”აკლდათ აკურატულობა და სიზუსტე… შედეგი ისეთია, რასაც ვიმსახურებდით. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მათ ვერ შექმნეს ბევრი სახიფათო მომენტი. მათ იცოდნენ, რომ საპასუხო მატჩი აქვთ წინ და ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფეხბურთელებმა იციან თასზე თამაში… თუმცა, ახლა ჩვენ უნდა დავისვენოთ და შემდეგ მოვემზადოთ სახიფათო თამაშისთვის, ”ლევანტეს” წინააღმდეგ.”
გვარდიოლამ გააკეთა 2010 წლის მიმოხილვა და განაცხადა: ”ამ წელს, ჩვენ უმაღლესი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ. ჩვენი თამაშით სიამოვნება მივანიჭეთ იმ ხალხს, ვისაც ვუყვარვართ, და იმათაც, ვისაც, უბრალოდ ფეხბურთი უყვართ. არ გვაქვს ტრავმები და კლუბი სტაბილურად ასპარეზობს. კარგი წელი იყო. გუნდმა დააგროვა წარმოუდგენელი რაოდენობის ქულები და აჩვენა კარგი თამაში. წინ გველის ორი ურთულესი თვე, როდესაც მოგვიწევს ძლიერ გუნდებთან შეხვედრები. ამიტომ, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თამაში ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით. კარგი იქნება ცოტა დასვენება, ”ლევანტესთან” მატჩამდე. ბედნიერ შობასა და ახალ წელს გისურვებთ.”

გვარდიოლა: ”საპასუხო მატჩი ფანტასტიური იქნება”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.