workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა ხელფასის 1%-ს საქველმოქმედო ფონდში რიცხავს

გვარდიოლა ხელფასის 1%-ს საქველმოქმედო ფონდში რიცხავს

კატალონიურ ჟურნალ ”Sport”-ის ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავისი ხელფასიდან 1% საქველმოქმედო ფონდში გადარიცხოს.
გვარდიოლამ თხოვნით მიმართა დირექტორთა საბჭოს, რათა მოხდეს მისი ხელფასიდან 1%-ის ჩამოჭრა და საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხვა. სხვათაშორის, მწვრთნელის მსგავსად, ფეხბურთელებიც აქტიურად არიან ჩართულები ქველმოქმედებაში და მათი ხელფასის 1% ირიცხება შემდეგ საქველმოქმედო ფონდებში: “Fundació del Barça” და ”Agrupació Barça Jugadors”. ”ბარსელონას” მწვრთნელმა უკვე გადარიცხა ორივე საქველმოქმედო ფონდში ხელფასის 0,5%, რაც უდიდესი დახმარებაა ამ უკანასკნელთათვის.
მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ”ბარსელონას” ფეხბურთელები და პერსონალი მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში. მიუხედავად იმისა, რომ საქველმოქმედო თანხა, მათი ხელფასების ძალიან მცირე ნაწილს შეადგენს, ეს საკმარისია ორგანიზაციებისთვის.
ეს არის ფეხბურთელებისა და პერსონალის ერთობლივი აქცია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელები ინდივიდუალურადაც არინ ჩართულები ქველმოქმედებაში. ფეხბურთელები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს მუდმივად ეხმარებიან, რაც მიანიშნებს მათ მზრნველობასა და მგრძნობიერებაზე.
მცირე ხნიანი დასვენების შემდეგ, როდესაც ფეხბურთელები არდადეგებიდან დაბრუნდებიან, ისინი ესტუმრებიან კატალონიის სხვადასხვა საავადმყოფოებს და დაურიგებენ საჩუქრებს ავადმყოფ ბავშვებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში