workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესანიშნავი განწყობა დერბის წინ

შესანიშნავი განწყობა დერბის წინ

”ბარსელონასა” და ”ესპანიოლის” მთავარმა მწვრთნელებმა, ხოსეპ გვარდიოლამ და მაურისიო პოჩეტინომ შაბათს ტრადიციულად სურათი გადაიღეს.

შეხვედრა
უამრავი ჟურნალისტის და კამერის თანდასწრებით გვარდიოლა და პოჩეტინო გამოვიდნენ ”კორნელის” სტადიონზე. თავდაპირველად პეპმა და მაურისიომ განცალკევებით ისაუბრეს, შემდეგ კი კამერების წინ სამახსოვრო სურათი გადაიღეს.

თანაბარი დერბი
შეხვედრა დასრულდა ხელის ჩამორთმევით, რომელიც ჟურნალისტებმა დააფიქსირეს. დერბი, რომელიც დღეს გაიმართება გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თანაბარ თამაშში ჩაივლის. მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსელონა” პრიმერა დივიზიონის სათავაშია ”ესპანიოლს” მიმდინარე პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში სახლში ყველა თამაში მოგებული აქვს. ასევე ყველა გასვლითი თამაში მოგებული აქვს ”ბარსელონას”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში