“ბარსელონას” კაპიტანი ანდრეს ინეისტა Movistar-თან საუბარში აცხადებს, რომ ის იმედგაცრუებულია გაშვებული შანსით, რითაც “ბარსელონა” ლა ლიგის პირველ ადგილზე იქნებოდა.
“ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, თუმცა არ გამოგვივიდა. ეს არის სირცხვილი, როცა გაქვს შანსი გახდე პირველი და აგებ პრინციპულ მატჩში. “სელტა” უკეთესი იყო, ეს ანგარიშზეც აისახა. მათ სენსაცია მოახდინეს. მეორე ტაიმში ჩვენ ვცადეთ თამაშის გადარჩენა, თუმცა გოლი გავუშვით. ზოგჯერ, ხდება ხოლმე ისე, რომ შენ ცუდად გამოიყურები, შენი მეტოქე კი პირიქით. “სელტა” კარგი გუნდია, მათ იციან, თუ როგორ უნდა ითამაშონ, ეს პირველ ტაიმში გამოჩნდა. მეორე ტაიმში, ყველას ეს მატჩი წაგებული ეგონა, მაგრამ ჩვენ მაინც შევუტიეთ, თუმცა ეს არ იყო საკმარისი მოსაგებად. რატომ არ დავიწყე თამაში სასტარტოდან? მწვრთნელი თერთმეტეულს ირჩევს, იმათ ვინც უნდა ითამაშონ, ხოლო მე არ შემიძლია ამას შევეწინააღმდეგო.” – აცხადებს, ინიესტა, რომელმაც კლუბში მე-600 მატჩი ჩაატარა.




არაუშავს ინი ყველაფერი გამოსწორდება