მომდევნო უიქენდი ბარსელონასთვის ძალიან მძიმე იქნება, კატალონიელებს “გასვლაზე” მოუწევთ თამაში თანაქალაქელებთან. “ესპანიოლი” წელს ძალიან ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით სახლში, მათ ქულა არ დაუკარგავთ შინ.
გთავაზობთ ამ მძიმე კვირის განრიგს:
ორშაბათი 13: გუნდი აღდგენით ვარჯიშებს ჩაატარებს, სიუდად ესპორტივაზე ადგილობრივი დროით 11 საათზე
სამშაბათი 14: დატვირთული ვარჯიში, უკლებლივ ყველა ფეხბურთელის ჩათვლით
ოთხშაბათი 15: ვარჯიში საღამოს გაიმართება, ადგილობრივი დროით 17:30 წუთზე
ხუთშაბათი 16: ახალი სესია დილის 11 საათზე
პარასკევი 17: ბოლო ვარჯიში დერბიმდე, ასევე ადგილობრივი დროით 11 საათზე
შაბათი 18: ბოლო მსუბუქი სესია დილით 11 საათზე თამაშამდე
კვირა 19: დერბის შემდეგ გუნდი მეორე დღესვე შეიკრიბება და დაიწყებს მომზადებას სათასო მატჩისათვის



