workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოლო თამაში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონის სამკერდე ნიშნით

ბოლო თამაში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონის სამკერდე ნიშნით

“ბარსელონას” პირველი გუნდი ატარებს მაისურს, რომელზეც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულის ლოგო არის გამოსახული. წელს ამ ლოგოთი ბოლო მატჩს ჩაატარებენ ”ბლაუგრანას” ფეხბურთელები “სოსიედადთან” მატჩში.

2009 წლის 19 დეკემბერს გუნდმა პირველად მოიგო მსოფლიო საკლუბო თასი “ესტუდიანტესთან” ორთაბრძოლაში, სადაც კატალონიელებმა 2 – 1 სძლიეს მოწინააღმდეგეს. “ესტუდიანტესთან” (2-1) გამარჯვების შემდეგ “ბარსას” მაისურებზე არის გამოსახული მსოფლიო ლიგის სამკერდე ნიშანი. გუნდმა ამ ლოგოთი პირველად ითამაშა 2010 წელის 14 მარტს, “ვალენისიასთან” მატჩში სადაც დამაჯერებელი ანგარიშით, 3 – 0 დაამარცხეს მოწინააღმდეგე ”კამპ ნოუზე”.

“ბარსელონას” ბევრ გულშემატკივარს სურდა ჰქონოდა თავიანთი რჩეული გუნდის მაისური, რომელზეც გამოსახული იქნებოდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონის სამკერდე ნიშანი, რის შემდეგაც ასეთი 60 000 მაისური არის გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში