მადრიდის “რეალთან” დაპირისპირების შემდეგ, რომელიც “ბარსელონამ” გამანადგურებელი ანგარიშით 5:0 მოიგო, გუნდი კატალონიის თასის ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას. გუშინ ფეხბურთელებმა ვარჯიში გამართეს, რომელზედაც ალვეში და ბიდალი დასწრნენ. მათ სტადიონზე დიდი ოვაციებით დახვდნენ.
გუნდი პირველ თამაშს, “ესპანიოლის” წინააღმდეგ, ჩვენი დროით 00:45 საათზე გამართავს, ხოლო მეორე შეხვედრას ერთ საათში 01:45 საათზე. თითოეული მატჩი 45 წუთიანი იქნება.
განაცხადი: პინტო, ხეფრენი, ბოიანი, მაქსველი, მასკერანო, ადრიანო, ტიაგო, როჩინა, ვასკესი, სორიანი, ტელო, მონტოია, ბარტრა, დოს სანტოსი, რომეუ, ფონტასი, სერხი გომესი, რივეროლა, მასიპი, კარმონა, აბრაჰამი



