კატალონიური ყოველდღიური სპორტული გამოცემის, “სპორტის” ცნობით, მადრიდის “რეალთან” ჩატარებული “სპექტაკლის” შემდეგ, სერხიო ბუსკეტსით “პრემიერ ლიგის” რამდნიმე კლუბი დაინტარესდა…
ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მანჩესტერ სიტი” და “არსენალი” კატალონიელი ახალგაზრდა ნახევარმცველით, სერხიო ბუსკეტსით დაინტერესდა. “მეთოფეების” მისდამი ინტერესის გამოჩენა ალბათ მისახვედრად რთული არ უნდა იყოს. ლონდონელები მას ალბათ სესკ ფაბრეგასის შემცვლელად მოიაზრებენ, მაგრამ აპირებს, რო ბუსკეტსი მშობლიური კლუბის დატოვებას? მას ინტერვიუში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ იგი “ბარსაში” თავს ძალიან კარგად გრძნობს და რომ იგი გუნდის დატოვებას არ აპირებს.
სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდებში 2005 წლიდან გამოდის. მას “ბარსას” პირველ გუნდში დებიუტი 2007/08 წლების სეზონზე, “კატალონიის თასზე” ქონდა. სერხიოს “ბარსასთან” კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ იგი ხელმლძღვანელობისგან ახალ შემოთავაზებას ელის.



