მადრიდის “რეალთან” გასეირნების შემდეგ კატალონიის “ბარსელონას” კატალონიის ჩემპიონატში უწევს თამაში. ჩემპიონატი მინიტურნირის სახით, ერთ დღეში ჩატარდება. საბადელში გაიმართება სულ 3 მატჩი, სამივე 45-წუთიანი. ტურნირის მონაწილე გუნდები არიან “ბარსელონა”, “ესპანიოლი” და “ოსპიტალიტეტი”.
“ბარსა” პირველ მატჩს თბილისის დროით 00:45 საათზე გამართავს “ესპანიოლთან”, ერთ საათში კი ესპანეთის ჩემპიონები “ოსპიტალიტეტს” დაუპირისპირდებიან.
“ბარსელონას” განაცხადში მოხვდა 7 ის ფეხბურთელი, რომლებმაც “რეალთან” მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს. გუნდის დანარჩენი წევრები კი “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები არიან.
“ბარსას” სრული განაცხადი ასე გამოიყურება:
პინტო, ხეფრენი, ბოიანი, მაქსველი, მასკერანო, ადრიანო, ტიაგო, როჩინა, ვასკესი, სორიანი, ტელო, მონტოია, ბარტრა, დოს სანტოსი, რომეუ, ფონტასი, სერხი გომესი, რივეროლა, მასიპი, კარმონა, აბრაჰამი.



