workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე:”ვიმედოვნებ “ბარსა” გიმარჯვებს”

ლუის ენრიკე:”ვიმედოვნებ “ბარსა” გიმარჯვებს”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად “ბარსა ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ გამოხატა თავისი აზრი დღევანდელი “ელ კლასიკოს” შესახებ, რომელიც თითოეულ ადამიანში დიდ ინტერესს იწვევს. ღსანიშნავია, რომ მას ორივე გუნდის წინააღმდეგ აქვს ნათამაშები.

“ვიმედოვნებ, რომ ამ დაპირისპირებაში “ბარსელონა” იზეიმებს გამარჯვებას. გუნდი, რომელიც ასეთ ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს, გამარჯვების ღირსია. “ბარსასთვის” მოსაპოვებელი სამი ქული ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ცხრილის სათავაში მოექცევა. ორივე კლუბი თამაშობს განსხვავებული სტილის ფეხბურთს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს ეს ბრძოლა იქნება თანასწორი, დღეს ორივე გუნდი მოსაგებად გავა მოედანზე.”-განაცხადა ლუის ენრიკემ “MARCA”-თან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში