workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა ბ” ორშაბათის მოლოდინში

“ბარსა ბ” ორშაბათის მოლოდინში

ყველა დიდი მოლოდინით ელის მორიგ “ელ კლასიკოს” და გამონაკლისები არც “ბარსა ბ”–ს მწვრთნელი, ლუის ენრიკე და მისი შეგირდები არიან…

“ბარსა ბ”–ს რამდენიმე ვარსკვლავმა, რუბენ მინიომ, ორიოლ რომეუმ, ნოლიტომ, ჯონათან სორიანომ და გუნდის თავკაცმა, ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან “ელ კლასიკოზე” ისაუბრეს.

რუბენ მინიო: “ასი პროცენტით ოპტიმისტურად ვარ განწობილი, რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ გამარჯვება გვჭირდება. ძალიან რთული მატჩი იქნება, რადგანაც “რეალს” რამდენიმე დიდებული ფეხბურთელი ყავს, მაგრამ “ბარსამ” მაინც მოიგებს.”

ორიოლ რომეუ: “ძალიან ჩაკეთილი მატჩი იქნება, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ. მათ დიდებული გუნდი ყავთ, მაგრამ ჩვენ “ბარსა” ვართ! ვფიქრობ, რომ მატჩი 2–1, ან 2–0 მორჩება. ჩვენ ისე ვითამაშებთ, როგორც ყოველთვის და ამიტომაც გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.”

ნოლიტო: “ბარსა ნამდვილად გაიმარჯვებს. თუ ჩვენ მხოლოდ 70–80 პროცენტით დავიხარჯებით, მაშინაც შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას, იმისდა მიუხედავად, რომ მადრიდელები წელს ძალიან კარგად გამოდიან.”

როდესაც ჟურნალისტებმა ნოლიტოს მის “ელ კლასიკოში” მონაწილეობაზე კითხეს განაცხადა: “მე ყველაფერს გავიღებ იმისთვის, რომ ამ მატჩში მონაწილეობა მივიღო. ახლა ჩვენ ყურადღება “ბეტისთან” მატჩზე გვაქვს გადატანილი და ვიმედოვნებთ, რომ პირველი გუნდი “რეალის” დამარცხებას შეძლებს. მე ამ მატჩს სახლში, ჩემს ოჯახთან და ცოლთან ერთად ვუყურებ.”

სორიანო: “თუ გუნდები 100%–ით გამოამჟღავნებენ საკუთარ შესაძლებლობებს, მაშინ “ბარსა” საუკეთესო იქნება. მადრიდელებთა რიგში რამდენიმე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ “ბარსა” უკეთესია.”

თითზე ჩამოსათვლელები არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც სხვადასხვა დროს, მადრიდის “რეალსა” და კატალონიის “ბარსელონაში” აქვთ ნათამაშები. ასეთია “ბარას ბ”–ს მწვრთნელი და “ბარსას” ყოფილი კაპიტანი, ლუის ენრიკე. იგი “ნოუ კამპზე”, “ბარსას” 5–ჯერ დაუპირისპირდა, ხოლო 6–ჯერ “ბარსას” მაისურით დახვდა მადრიდელებს. “ბარსასთან” ერთად 4–ჯერ მოიგო და 2–ჯერ ფრედ დაასრულა მატჩი. გოლის გატანა 1998/99 წლებში შეძლო, როდესაც “ბარსამ” მადრიდი ანგარიშით, 3–0 დაამარცხა. ასევე მან გოლი 2000/01 წლების სეზონში გაიტანა. მადრიდთან ერთად მან 4–ჯერ წააგო, ხოლო 2–ჯერ მატჩი ფრედ დაასრულა.

“ელ კლასიკოზე” ლუის ენრიკე აცხადებს: “ეს ერთ–ერთი ყველაზე სანახაობრივი და “ვნებიანი” თამაში იქნება. მე ვიმედოვნებ, რომ სტადიონზე იგივე ატმოსფერო იქნება შექმნილი, რასაც ჩვენ ასე მივეჩვიეთ. იმედი მაქვს “ბარსა” გაიმარჯვებს. ვივარაუდებ, რომ ეს მატჩი ძალიან ინტენსიური იქნება და საშინაო არენის ფაქტორი მთავარ როლს ითამაშებს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში