The Telegraph: “მან.სიტი” ტერ შტეგენის შეძენასთან ახლოსაა

The Telegraph: “მან.სიტი” ტერ შტეგენის შეძენასთან ახლოსაა

შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან 23 წლის გოლკიპერი მანჩესტერელთა შემადგენლობას შეუერთდეს.

როგორც ცნობილია, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის თაობაზე “ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობებმა შეთავაზება გააკეთეს. თავად ფეხბურთელს “ქალაქელთა” რიგებში გადასვლა და ხოსეპ გვარდიოლას ახალ გუნდში თამაში ურჩევნია.

გავრცელებული ინფორმაციით, “მან.სიტი” გერმანელი მეკარის სანაცვლოდ “ბარსელონას” 20 მილიონ ევროს გადაუხდის. ტერ შტეგენს ჯო ჰარტთან კონკურენცია მოუწევს, ვილი კაბალიერო კი “სიტის” მანუელ პელეგრინისთან ერთად დატოვებს.

შეგახსენებთ, ახალგაზრდა გერმანელს “ბლაუგრანაში” არსებული სათამაშო დროთ უკმაყოფილება არაერთხელ გამოუთქვამს. წყარო იუწყება, რომ ტერ შტეგენის წასვლის შემთხვევაში, კატალონიელები ლონდონის “ჩელსიდან” ტიბო კურტუას გადაბირებას ეცდებიან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ტერ შტეგენს ამ დროისთვის 20 მატჩი აქვს ჩატარებული. საერთო ჯამში მან 24 ბურთი გაუშვა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward