უკვე ყველამ იცის, რომ ორშაბათს, “ნოუ კამპზე” 2010/11 წლების სეზონის პირველი “ელ კლასიკო” გიამართება. ამ დღეს კი ჩვენ “ნოუ კამპზე”, მასიური მოზაიკის ხილვას შევძლებთ…
მასიური მოზაიკის ხილვა “ნოუ კამპზე” ჩვენ ჩვეულბრივ მაშინ შეგვიძლია, როდესაც “ბარსა” ასეთ დიდი მატჩებს ატარებს. ორშაბათ საღამოს კი “კამპ ნოუ”, “ბარსას” ფერებით იქნება გადაჭედილი. გულშემატკივრები ფერადი ბარათებით შემდეგ ფრაზას გამოსახავენ: “T’estimo Barça” (მე შენ მიყვარხარ, “ბარსა”).
მთლიანობაში “ნოუ კამპისთვის” 100,000 ფერადი ბარათი დამზადდება. აქედან 45,000 წითელი, 35,000 ლურჯი, ხოლო დაახლოებით 20,000 ყვითელი იქნება. დასავლეთ და აღმოსავლეთ ტრიბუნები “ბარსას” ფერებით იქნება მორთული, ხოლო ჩრდიოლეთი და სამხრეთი – კატალონიის დროშის ფერებით.



