ადრიანო სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრით ძალიან მოხარული და გაკვირვებული დარჩა. იგი ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რომ მას თამაშის საშუელაბა “ჩემპიონთა ლიგის” შეხვედრაში მიეცა…
მატჩის ორივე ნახევარში ადრიანოს გოლის გატანის რეალური შანსი ქონდა, მაგრამ ალექსანდროს ცორვასის შესანიშნავი სეივების გამო მან გოლის გატანა ვერ შეძლო. სამაგიეროდ საგოლე პასი გაუკეთა ლეო მესის. “პირველ ტაიმში მე მეკარის დაბნევა ვცადე. ჩემთვის თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს, როდესაც “ჩემპიონთა ლიგაში” მიწევს მატჩის გამართვა. ეს ხომ ყველას სურს,” განაცხადა ბრაზილიელმა.
როგორც მოგეხსენებათ, “ბარსამ” პირველი ადგილი უკვე გაინაღდა. “ეს არის ის, რაც ჩვენ გვსურდა. ჩვენ ამაზე ვფიქრობდით და ვიცოდით, რომ პირველივე წუთებიდანვე 100%–ით უნდა დავხარჯულიყავით,” განაცხადა ადრიანომ.
პედრო: “მე გატანილი გოლებითა და გამარჯვებით ძალიან მოხარული ვარ. თამაშის დაწყებიდან ბოლომდე ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით. ასევე მინდა აღვნიშნო ლეო მესის გოლი. ვფიქრობ, რომ ამ მომენტში ჩვენ, ყველამ ერთად ძალიან კარგი მომენტი შევქმენით.”
“ახლა ყველა “ელ ლასიკოზეა” გადართული. ახლა უკვე ჩვენ მადრიდელებზე ფიქრი შეგვიძლია. ვიმედოვნებ, რომ “ნოუ კამპზე” მასქიმალური ქულების მოპოვებას შევძლებთ.”
მაშერანო: ” მე გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ფაქტია, რომ მოვიგეთ და გავაკეთეთ ის, რაც ჩვენ გვსურდა – ჩვენ პირველ ადგილზე გავედით.”
“მე ბოლო ორი მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დავიწყე, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. სერხიო დიდებული ფეხბურთელია. როდესაც მე მიძახებენ, მაშინ მე ჩემი საუკეთესო ძალები უნდა ვაჩვენო. ასე, რომ ბუსკეტსის არ ყოფნა საყურადღებო არაა.”
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ “ელ კლასიკოში” გამარჯვებას შევძლებთ, რადგანაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ, რადგანაც მატჩი ორშაბათსაა და არა მაქამდე.”
ჩავი: “ახლა ჩვენ “ელ კლასიკოზე” უნდა ვიფიქროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ჩვენ ფავორიტები ვართ, რადგანაც საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ.”
ალვეში: “ახლა ჩვენ დაგვრჩა ერთი საშინაო მატჩი და რთული სამუშაო დამთავრებული იქნება. ბედნიერი ვარ იმით, რომ გუნდს ვეხმარები. ჩემი საგოლე პასი არაფერი იქნებოდა, თუ პედრო გოლის გატანას ვერ შეძლებდა.”
“მადრიდის “რეალთან” მატჩი ძალიან დაძაბული იქნება. ამ მომენტისთვის ჩვენ ძალიან კარგ ფორმაში ვართ. ვფიქრობთ, რომ მადრიდელებთან რთული მატჩი გველის, რადგანაც ისინი ძალიან მოტივირებულები იქნებიან, მაგრამ ჩემი აზრით, თუ ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც ვთამაშობთ, მაშინ მიზანს მივაღწევთ.”



