დელ ბოსკემ ნაკრებში „ბარსელონას“ 5 ფეხბურთელს უხმო

დელ ბოსკემ ნაკრებში „ბარსელონას“ 5 ფეხბურთელს უხმო

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ, ამხანაგური მატჩებისთვის რჩეულ ფეხბურთელებს უხმო.

ესპანეთის ეროვნული ნაკრები 24 მარტს იტალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 27 მარტს – რუმინეთს.

“ფურია როხა”, დელ ბოსკეს გადაწყვეტილებით, დიეგო კოშტას გარეშე გამართავს მომდევნო ორ ამხანაგურ მატჩს, თუმცა მის ნაცვლად ესპანელმა სპეციალისტმა “ატლეტიკის” 35 წლის ფეხბურთელს, არიც ადურისს უხმო. გარდა ამისა, ნაკრებში მოხვდა “ბარსელონას” ახალგაზრდა უნივერსალი სერჟი რობერტო.

მეკარეები: იკერ კასილიასი (“პორტუ”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), სერხიო რიკო (“სევილია”);

მცველები: ხუანფრანი (“ატლეტიკო”), მარიო გასპარი (“ვილიარეალი”), ნაჩო ფერნანდესი (“რეალი”), ხერარდ პიკე, მარკ ბარტრა, ხორდი ალბა (სამივე “ბარსელონა”), სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”);

ნახევარმცველები: მიკელ სან ხოსე (“ატლეტიკი”), სერხიო ბუსკეტსი, სერჟი რობერტო (ორივე “ბარსელონა”), სესკ ფაბრეგასი, პედრო (ორივე “ჩელსი”), კოკე (“ატლეტიკო”), ტიაგო (“ბაიერნი”), ისკო (“რეალი”), ხუან მატა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”);

თავდამსხმელები: ნოლიტო (“სელტა”), პაკო ალკასარი (“ვალენსია”), ალვარო მორატა (“იუვენტუსი”), არიც ადურისი (“ატლეტიკი”).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • sandrokartveli
    schedule 21 მარ 2016, 15:18
    #23

    ციტატა: tagi
    სიას რო გადახედო 9 კაცია ბარსას გაზდილი!!! fan


    10 კაცი

    ალბა,პიკე,ბარტრა,სერხიო ბ,სერხიო რ,სესკი, ტიაგო, ნოლიტო, პედრო და კოკეც
    სულ 10

  • Donandres8
    schedule 20 მარ 2016, 10:34
    #22

    ინიესტა სადაა შტერია გონია მწვრთნელი

  • lashafcb
    schedule 19 მარ 2016, 16:42
    #21

    ინიესტა არ გამოიძახეს