ინტერვიუში, რომელიც “მილანის” ლეგენდამ, გაზეთ, “L’Équipe”–ს მისცა განაცხადა: ” როდესაც მე ვუყურებ, თუ როგორ თამაშობს მესი, ვეჭვობ, რომ მას შეუძლია ყოველ წელს იგებდეს “ოქროს ბურთს”. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.
მესი არ არის “ბარსელონას” ერთ–ერთი რიგითი ფეხბუთელი, მას შეიძლება ლეგენდარული ფეხბურთელი ვუწოდოთ.”
ასევე იტალიელმა ისაუბრა ლურჯ–ბროწეულისფერთა მცველზე, ხერარდ პიკეზე.
კითხვაზე, თუ ვინ არის ამ მომენტისათვის მსოფლიოს საუკეთესო მცველი, “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა დაუფიქრებლად განაცხადა–პიკე.
“ის საუცხოო მოთამაშეა. იცის როგორც დაცვა, ასევე შეტევა, პიკე შესანიშნავად ეწყობა პუიოლს დაცვის ცენტრში”–დასძინა მალდინმა



