workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: ”მე ერთ-ერთი ვარ ხალხის ბრბოში”.

ინიესტა: ”მე ერთ-ერთი ვარ ხალხის ბრბოში”.

გაიხსენა რა თავისი ბავშვობა და მოვლენები, რაც მის ცხოვრებაში მომხდარა, მსოფლიო ჩემპიონატის გმირმა გაიხსენა ”ბარსელონას” ცნობილ აკადემია ”ლა მასიაში” მოსვლის და შემდგომი განვითარების პერიოდი, როდესაც ის ჯერ 12 წლის იყო. 

 ჩამოვიდა რა ფუენტეაბილას პატარა სოფლიდან, წყნარად მოსაუბრე, მორიდებული ნახევარმცველი შესაძლოა ჩარიცხულიყო მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ აკადემიაში 12 წლის ასაკში, მაგრამ საერთო საცხოვრებელი, რომელშიც ის და მადრიდის “რეალის” სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელები ცხოვრობდნენ, იყო კარგად ნაცნობ წითელი სინათლის უბანში, რის გამოც მისმა მშობლებმა უარყვეს ”რეალის” შემოთავაზება. ჩვენდა საბედნიეროდ, მშობლებმა პატარა ინი ბარსელონაში წაიყვანეს. დანარჩენი კი უკვე ისტორიაა.
მიუხედავად ადრეულ პერიოდში არსებული პრობლემებისა, დონ ანდრესს შეუყვარდა ქალაქი: ”ჩემთვის, უკან მთები და მხოლოდ 15 წუთის გზა ზღვამდე, მშვენიერი ქალაქია საცხოვრებლად”.
 ”15 წლის წინ, როდესაც სოფლიდან ჩამოვედი, მახსოვს თუ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ქალაქმა.”
 “მე მენატრება ლას რამლასში სეირნობა …. ან ის პერიოდი, როცა დავიკარგე საგრადა ფამილიასთან”.
 მიუხედავად იმისა, რომ ”ლა მასია” აშკარად უკეთესი არჩევანი იყო “რეალ მადრიდის” აკადემიასთან შედარებით, ინიესტა გამოტყდა, რომ იმ პერიოდში დიდ განსხვავებას ვერ ხედავდა: ”ტერიტორია ”ლა მასიას” გარშემო საკმაოდ დაუცველი იყო, რაც ძალიან მაღელვებდა, განსაკუთრებით ღამით. იქ იყო ბევრი არასასურველი ადამიანი.”
 ”ერთხელ იქ მოხდა სროლა ნარკო-მოვაჭრეთა შორის, და იმ დღიდან ჩვენ აგვეკრძალა ღამ-ღამობით გარეთ გასვლა, თუნდაც გუნდურად.”
 დღეს, როდესაც იგი მიჩნეულია კატალონიის უდიდესი საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთ ლიდერად, ფეხბურთელი მაინც არ ივიწყებს მის პატარა სოფელს: ”როგორც კი შესაძლებლობა მეძლევა, მე ვსტუმრობ ჩემს ოჯახსა და მეგობრებს ფუენტეაბილაში, სადაც მე გარშემორტყმული ვარ ოჯახის წევრებით და ყოველთვის ვცდილობ მათთან მქონდეს კავშირი, ისევე როგორც ჩემს გულშემატკივრებთან “facebook”-ზე, სადაც მუდმივად ვანახლებ პროფილს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ჩემთან ე.წ. ”ჩატში” საუბრისას სკეპტიკურები არიან.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში