“ალმერიასთან” შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ მესიმ, 100 გოლიანი ბარიერი გადალახა.
არგენტინელი გახდა მეოთხე ფეხბურთელი, რომელმაც მოწინააღმდეგების კარის გარღვევა 100-ზე მეტჯერ მოახერხა. ასევე “ბარსას” რიგებში 100 გოლზე მეტი შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: სესარ როდრიგესი რომელმაც 145 გოლი გაიტანა, შემდეგია კუბალა რომელმაც 131 გოლი გაიტანა, და ეტოო რომელმაც “ბლაუგრანაში” ყოფნისას 107 გოლის გატანა მოახერხა.
ამის გარდა მესი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონატზე 100 გოლის გატანა მოახერხა. ადრე კი ამ სტატუსის მატარებელი, “რეალის” ყოფილი თავდამსხმელი რაული იყო. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ამ სეზონში ეს არგენტინელისთვის მეექვსე ჰეთ-თრიკია.

მესიმ 100 გოლიანი ბარიერი გადალახა
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

