კლუბისთვის ჯერ-ჯერობით ყველაზე წარმატებული სეზონების ლიდერი, პეპ გვარდიოლა რა თქმა უნდა არის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერი. რაც არ უნდა იყოს ყველაფერი შუშხუნა ღვინოსავით და კროასანივით სასიამოვნო არ ყოფილა ჩვენი ყოფილი 4 ნომერისთვის. უფრო მეტიც, ზოგიერთმა ჩვენთაგანმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ პეპს ერთი ორი არასწორი გადაწყვეტილება მიუღია.
სწორედ ახლა, როცა კლუბი უკეთესობისკენ მიდის და მორალურად ძლიერდება, არის საუკეთესო დრო, რომ დავუკვირდეთ ”ლა ლიგის” მასტერის მიერ არასწორად განსჯილ შემთხვევებს. ესეთი შეცდომები ბევრი არ არის, თუმცა სამომავლო წარმატებისთვის აუცილებელია წარსულის შეცდომების შესწავლა.
ქრონოლოგიური მიმდევრობით რომ მივყვეთ, დავიწყოთ პირველი დღიდან, როდესაც გვარდიოლა მოვიდა სათავეში, და დავასრულოთ დღევანდელი დღით: კონკრეტულად კი განვიხილოთ სამუელ ეტოო და ზლატან იბრაჰიმოვიჩის საკითხი.
ფაქტები, რომლებიც ამ ორი ფეხბურთელის გარშემო ტრიალებდა, არაერთხელ გამხდარა განხილვის საკითხი, ამიტომ მოდით არ ვტკეპნოთ ერთი და იგივე. ზოგიერთი ჩვენთაგანი აღმერთებდა სამუელს, ზოგსაც კი დიდი შვედი ერჩივნა, მაშინ როდესაც ზოგიერთს ორივე მოსწონდა, თუმცა განსაკუთრებულად დავიდ ვილია უყვართ. მთავარი საქმე მდგომარეობს იმაში თუ როგორ გაუმკლავდა პეპი ორივე სიტუაციას და როდის ჰქონდა მათ ადგილი.
სამუელ ეტოოს შემთხვევაში ყველას ეჩვენებოდა, რომ გვარდიოლასა და კამერუნელს შორის უნდობლობა არსებობდა, თითქოს ეს უკანასკნელი აღარ იყო ისეთი ფასეული მოედანზე (ეტოოს მიერ გამოძერწილი 30 გოლი არაფერია გარდა აღფრთოვანების მომგვრელი), რამაც საბოლოოდ თავდამსხმელის იძულებითი წასვლა გამოიწვია. ზოგიერთების აზრით ეს ე.წ. ”კამიკაძური” გადაწყვეტილებაა – მის ადგილას მოგვევლინა იბრა.
ძალიან ბევრი რამ გააკეთა პეპმა იმისთვის, რომ მისი ძალაუფლება ახალი ფურცლიდან დაეწყო.
გასაკვირი არაა, რომ გვარდიოლა გვეჩვენება ადამიანად, რომელიც ძალზედ ამაყი კაცია, რომელმაც იცის თუ რას ფიქრობს. სწორედ ესეთი შემთხვევა იყო, მაშინ როდესაც ეტოო წავიდა. სწორედ რომ შევაფასოთ, ცხოვრება არც თუ ისე ცუდი უნდა ყოფილიყო ეტოოსთვის იმ განსაცვიფრებელ სეზონში, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვართ. არასდროს რჩებოდა მისი შრომა დაუფასებელი, და არავინ აკრიტიკებდა მას ზედმეტად. მაგრამ, როგორც ფეხბურთელმა, როცა იცი რომ შენ არასასურველი ხარ, ეს შენს მორალზე ძალიან მოქმედებს. წარომოიგდინეთ რას იზავდა სამუ, თუ პეპი არ დააფასებდა მის შრომას.
ამბობენ, რომ ეტოო (და მისი აგენტი) უბიძგებდნენ გუნდს წარმოუდგენელი კონდიციისკენ თავიანთი მოთხოვნებით კონტრაქტთან დაკავშირებით – თითქმის აიძულებდნენ ლაპორტას და მის საბჭოს დაეყენებიათ თავდამსხმელი კლუბის ინტერესებსა და მომავალ სტაბილურობაზე მაღლა. ამ ყველაფერს ერთად აღებულს დაემატა ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი სამარცხვინო პიროვნული თვისებები, და მალევე ცხადი გახდა, რომ პეპი მართალი იყო და ეტოო უნდა წასულიყო.
პიროვნულ თვისებებზე საუბარს მივყავართ იმ ფეხბურთელთან, რომელიც ჩვენ ეტოოს სანაცვლოდ მივიღეთ. რა თქმა უნდა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ერთადერთზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე. აყლაყუდა ფორვარდი ჩამოვიდა საკმაოდ შეჩვეული უთანხმოებებთან, თუმცა საბრალო ბიჭი ვერც იფიქრებდა თუ რა დაემართებოდა მას ”ბარსა”-ში.
იბრას კაშკაშა ვარსკვლავი ერთ პატარა სეზონში ჩაქრა, რის შემდეგაც ის ”მილანში” გადავიდა საკმაოდ გაბრაზებული ”განცხადებების” თანხლებით. ერთის მხრივ, როდესაც მისი წინამორბედები ყოველთვის ინარჩუნებდნენ გულშემატკივართა სიყვარულს, მეორეს მხრივ იბრა თითქოს სასიკვდილოდ იქნა განწირული მუდმივი გაურკვევლობისთვის. მისი ქედმაღლობა და არათანმიმდევრობა ბევრ რამეს უმტკიცებს გულშემატკივრებს. დღემდე მძვინვარებს დისკუსიები იმასთან დაკავშირებით უნდა დავაბრუნოთ თუ არა იბრა ”მილანიდან” .
შეკითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სწორად გაუმკლავდა პეპი არსებულ სიტუაციას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ პეპს არასდროს უსაუბრია პუბლიკასთან ცუდად შვედის შესახებ. პირიქით, ის ფანებზე უფრო დიდ ნდობასა და სულგრძელობას გამოხატავდა მის მიმართ. თუმცა, კულისებს მიღმა, პეპმა ფაქტიურად გამორიყა იბრა და ახალგაზრდა ბოიანის მიმართ უფრო დიდი ნდობა და სიმტკიცე გამოხატა სეზონის ბოლოსკენ. და იმ დროს, როდესაც გვარდიოლა საკუთარ თავს და კლუბს წარმოადგენს შესანიშნავად პრესასთან, ნათელი ხდება, რომ მისი სიკეთე და რუტინული ზრდილობა უფრო პოლიტიკური დადგმაა, არაგულწრფელი. ”ჩვენ მას ვუსურვებთ ყველაფერს საუკეთესოს.” ”ის არის შესანიშნავი ფეხბურთელი.”
დიახ, სიტუაცია ცოტაოდენ გაართულა იბრას გასესხებამ ”მილანში”, და როდესაც პრესამ და ფანებმა უკვე იციან ეს ისტორია, მაშინ მოგვექეცით ცოტაოდენი პატივისცემით და გვითხარით რა როგორ იყო სინამდვილეში. არ იდარდოთ, ჩვენ ტირილს არ ვაპირებთ. უბრალოდ თქვით, რომ ”იბრა არის ცოტათი ახირებული ადამიანი. ის წესიერი მოთამაშეა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მას ჰგონია. ჩვენ მას ყველაფერს კარგს ვუსურვებთ, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა მისი დაბრუნება.”
ეხლა ისევ მიუბრუნდეთ ეტოოს და იბრას. ორ ”ტემპერამეტიან” ფორვარდთან მიმართებაში, ჩანს თითქოს პეპი (და ყველანი ვინც კლუბის ხელმძღვანელობაშია) გამოუვალ სიტუაციაში იყო. ამ შემთხვევაში პეპი გასაოცრად კარგად მოიქცა, რითაც თავი დაიძვრინა ამ სახიფათო სიტუაციიდან. და მაინც, ორივე საგას შემთხვევაში იყო რიგი მომენტები, როდესაც შეიძლებოდა მდგომარეობის უკეთესად მართვა – მაგალითად ყველა სახით გუნდიდან გაშვების ”არ” უარყოფა, როდესაც მეორე დღეს ტრანსფერი ხორციელდება. სულ ცოტაოდენი გულსწრფელობით ასეთი მომენტების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, და მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნებოდა პიარით ბრძოლაში მარცხი, ჩვენ, ფანებს მაინც გვეცოდინებოდა თუ სად ვართ.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც პეპის კეთილგანწყობასთან წინააღმდეგობაში მოვიდა არის იაია ტურე. დიდი კოტდივუარელი შეუმჩნეველი გახდა გამოუცდელი ბუსკეთსის გამო. 2008-2009 წლების სეზონებში თავის შესანიშნავად გამოჩენის მერე იაია მოულოდნელად ”შემცვლელი” გახდა პეპისთვის, სულ მცირე ან საერთოდ ყოველგვარი ახსნის გარეშე. და მიუხედავად სერხიოს მიმართ ფანების სიყვარულისა, კვლავ ჩნდება შეკითხვა, რატომ იქნა მოულოდნელად ტურე მიჩნეული ”ზედმეტად”.
ტრიპლეტის სეზონში იმდენად კარგი იყო ტურე, რომ თითქოს პატრიკ ვიეირა ხელახლა აღდგა და დასახლდა ”კამპ ნოუზე”. ეს მცირე კომპლიმენტია. ის მართლა ძალიან კარგი იყო. ის იყო მოძრავი, ამტანი მებრძოლი, და ფლობდა ბურთს კარგად. ამას დაუმატეთ თუ რამდენად კარგად შეეძლო მას თამაშის წაკითხვა და ფაქტები, როდესაც ის მონაწილეობას იღებდა მნიშვნელოვან გოლებში და ამის მერე ნამდვილად გაუგებარია რატომ ამოითვალწუნა ის პეპმა.
რა თქმა უნდა იყო შემთხვევები, როცა იაიას აგენტი, ისევე როგორც ეტოოსა და იბრას აგენტები, ვერ აჩერებდა ენას პირში. ამასობაში გასაგები ხდება, რომ პეპი ამ ქმედების გამო ცოტა არი იყოს იმედგაცრუებული იქნებოდა, რამაც გამოიწვია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ნახევარმცველის გამორიყვა, მისი აგენტის იდიოტური დავის გამო. იქნებ ეს იყო პიროვნული უთანხმოება? იქნებ პეპს საშინლად უნდოდა მაშერანო, რის გამოც მსხვერპლად გაიღო კოტდივუარელი? რაც არ უნდა იყოს ორივე მხარემ მიიღო ის, რაც უნდოდა – პეპმა მიიღო მაშერანო, იაიამ და მისმა აგენტმა მაღალი ანაზღაურება ”მანჩესტერ სიტის”-გან.
მაშინ როდესაც მაშერანო ჯერ ისევ ფეხს იდგავს ”ბარსაში”, სერხიომ უდაოდ წინ წაიწია ბოლო თვეებში. და პირად საუბარში მე ვიტყოდი, რომ იაიას დაკარგვა პეპის მმართველობის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომაა.
ავტორის შენიშვნა: ეს არის სტატიის პირველი ნაწილი. უახლოეს მომავალში აუცილებლად შემოგთავაზებთ მეორე ნაწილსაც



