დღეს, ინგლისურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც უშუალოდ ”ბარსელონას” ეხება. კატალონიელებს კვლავ სურთ, რომ შეიძინონ ესპანელი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი.
ნახევარმცველი იდალურ ფორმაშია და სწორედ ამიტომ, ბევრი მწვრთნელი ცდილობს მის მონადირებას, მათგან ერთ-ერთია გუარდიოლაც. ესპანელის შეძენა კატალონიელებს გასულ წელსაც უნდოდათ, მაგრამ ლონდონელები საკმაოდ დიდ თანხას ითხოვდნენ, რაზეც ”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა.
ფაბრეგასის სავარაუდო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ მისი საფასური იანვარში უფრო მზარდი და მაშტაბური იქნება, ვინაიდან ესპანელის მიმართ მოთხოვნილება გაიზრდება.
თავად სესკს არ სურს, რომ დატოვოს ”არსენალი”, თუმცა გრანდები ძალიან მოწადინებულები არიან და გამორიცხული ნამდვილად არაფერია. ”ბარსამ” გასულ წელს განახორციელა ორი მეგატრანსფერი, შეიძინა რა ვილია და მასკერანო. ინტერეს ისიც იწვევს, რომ სუპერვარსკვავი კატალონიელების მიერაა აღზრდილი.

ფაბრეგასი კვლავ აქტუალურია
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


