workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გოლის აღნიშვნის ხელოვნება

გოლის აღნიშვნის ხელოვნება

…და ბურთი ეხება მეტოქის კარის ბადეს! წარმოიდგინეთ ახლა რამდენად დიდი გადაწყვეტილება აქვს მისაღები გოლის ავტორს – როგორ აღნიშნავს იგი გოლს? გოლს ყველა თავისებურად აღნიშნავს. ზოგი უბრალოდ არც კი იმჩნევს, რომ გოლი გავიდა და დინჯად უბრუნდება თავის ადგილს. ზოგი კი შეიძლება საერთოდ გაგიჟდეს და თვით სარეკლამო ბანერზეც მიიტანოს იერიში. თქვენ წარმოიდგინეთ და ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ამას “ხელოვნებათაც” კი მიიჩნევს. არ ვიცი, შესაძლოა ეს ხალხი მართალიცაა…

ოთხშაბათს ჩვენ “სეუტასთან” ბოიანის გოლი ვიხილეთ, რის შემდეგაც ესპანელმა ფორვარდმა გოლი ორიგინალურად აღნიშნა. ამ გოლამდე მან პენლის გაფუჭება მოახერხა და ალბათ მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო გოლის ასეთი აღნიშვნა, მაგრამ რა ხდება? კრკიჩმა გოლი გაიტანა, მაგრამ იგი მშვიდად იყო… ეს სიმშვიდე კი მხოლოდ რამდენიმე წამით გაგრძელდა და შემდეგ უეცრად მოჩვენებითი იარაღი ამოიღო, სათადარიგოთა სკამს დაუმიზნა და ბუმ! მან ალბათ გვითხრა, რომ ახლა მისი გაბრწყინების დროც დადგა. მოგეხსენებათ, რომ ამ ბოლო დროს, ახალგაზრდა ფორვარდს გოლის აღსანიშნავად ბევრი შანსი არ ქონია. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს “მოჩვენებითი იარაღი” ვალდესისკენ და ჯონათან დოს სანტოსისკენ იყო მიმართული. მოკლედ ყველა ვარიანტში, ვიქტორი და ჯონათანი ამ აღნიშვნის “მსხვერპლები” გახდნენ.

ამ საღამოს გოლი მხოლოდ ბოიანს არ აღუნიშნავს. “სეუტასთან” მატჩში, გოლის გატანა გაბი მილიტომ და ნოლიტომაც შეძლეს, რომლებმაც გოლი თავისებურად აღნიშნეს.

სიმართლე რომ ვთქვათ, ნოლიტოს გოლის აღნიშვნის საშუალება თანაგუნდელებმა არ მიცეს, რადგანაც გოლიდან წამებში ყველა მასთან გაჩნდა და გოლი ერთად აღნიშნეს, თორემ ვინ იცის, იქნებ ნოლიტოს მთელი მოედანი მოერბინა, სალტოები გაეკეთებინა და არასოდეს გაჩერებულიყო, ან თუნდაც უცებ ცრემლები წამოსვლოდა? იმედია ნოლიტო გოლის გატანას კიდევ ბევრჯერ შეძლებს და ვინც იცის, იქნებ მართლა სალტოების გაკეთება დაიწყოს და თან არასოდეს გაჩერდეს…

პედრომ გოლი ადრიანოსთან ერთად აღნიშნა. გოლის გატანისთანავე პედრო უკან შემობრუნდა და რამდენიმე მეტრში მდგომ ადრიანოს მოეხვია. შეიძლება ეს იმიტომ გააკეთა, რომ ადრიანო შეიძლება თავს კარგად ვერ გრძნობდა, მაგრამ ვინ იცის…

თქვენ წარმოიდგინეთ და გოლის აღნიშვნაზე ფიქრი გაბი მილიტოსაც მოუწია. “სეუტასთან” მატჩში არგენტინელმა მცველმა გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც მან ხელები გაშალა. ამ აღნიშვნას ზოგიერთი ადამიანი “იესოს” აღნიშვნას ეძახის. მან ამით ალბათ გვანახა, თუ როგორ აღსდგა მკვდრეთით იესტო ქრისტე, მაგრამ ამ მოსაზრებას ბევრი მოწინააღმდეგეც ყავს. მილიტოს გოლის გატანა “ტრავმამაც” მიულოცა და სამწუხაროდ არგენტინელს თავისი თავი კიდევ ერთხელ შეახსენა.

მოგეხსენებათ მცველებს გოლის გასატანად ბევრი შანსი არა აქვთ. ასეთია გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლიც. წელს მან ერთი გოლის გატანა შეძლო, რომელიც თავის ახალ მეგობარ გოგონას მიუძღვნა. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს მის მიერ ხელებით გამოსახული გული…

ახლა გადავიდეთ ელ გუახეზე. ვილია თავის გოლებს ძირითადად კლასიკურ სტილში, მაღლა ნახტომით და ჰაერში მუშტის მოქნევით აღნიშნავს, მაგრამ ვერ ვიტყვით იმას, რომ იგი რომანტიკასთან მწყრალადაა. გავიხსნოთ მისი “ლა ლიგას” პირველი გოლი. მან ეს გოლი “ბარსას” გულშემატკივარს მიუძღვნა, რაც თავისი გოლის აღნიშვნით გამოხატა.

ყველა ერთხმად (არსებობენ გამონაკლისებიც) აღნიშნავს, რომ “ბარსას” ახალგაზრდა არგენტინელი თავდამსხმელი, ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც მას გოლის საუკეთესო აღმნიშვნელად თვლის. როგორ აღნიშნავს მესი გოლს? ძირითადად ის გოლის შემდეგ თავის თანაგუნდლებს ღიმილით ეგებება და გოლს მათთან ერთად აღნიშნავს, ხოლო ამის შემდეგ იგი ხელებს ზეცისკენ აღაპრობს, კოცნის მუშტს და იწერს პირჯვარს. ალბათ იშვიათად, თუ ვნახავთ მესის სხვაგვარ აღნიშვნებს. წელს, ლეოს ყველაზე დასამახსოვრებელი აღნიშვნა მაინც ალბათ “პანათინაიკოსთან” იყო, როდესაც მან გოლის შემდეგ ენა გამოყო.

თუმცა დაგვავიწყდა ერთი ადამიანი, რომელიც ლეომდე “კამპ ნოუს” მეფედ ითვლებოდა. მართალია! ეს რონალდინიოა… კიდევ რამე არის სათქმელი? რონი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მისმა ღიმილმა და ცერა თითებმა ალბათ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრეს. ეს ყველაფერი ხომ ისეთი ამაღელვებელი და მშვენიერია.

ალბათ მესისა და რონის გოლების აღნიშვნები უკვე ყველამ კარგად გაიხსენა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ანდრეს ინიესტა. მისი გოლის აღნიშვნები ყველასთვის ძალიან ამაღელვებელია. ალბათ ეს იმიტომ, რომ იგი გოლებს ძირითადად ყველაზე საჭირო მომენტში იტანს. იტანს მაშინ, როდესაც გუნდს ეს ყველაზე მეტად ჭირდება. ყველა შემთხვევაში, მსოფლიო მისი გოლის შემდეგ მაისურის ფრიალს ელის.

გოლს ყველა აღნიშნავს, ყველა ვინც იტანს, მაგრამ თუ როგორ ეს არავინ იცის. არავინ იცის გოლის ავტორის გარდა, მაგრამ შესაძლებელია ფეხბურთელი აღნიშვნისთვის მომზადებული არც იყოს და უბრალოდ გააკეთოს ის, რასაც იგი იმ წამისთვის გრძნობს…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში