მოგეხსენებათ იანვარში, ჰოლანდიელი ნახევარმცველი, იბრაჰიმ აფელაი კატალონიისკენ აიღებს გეზს. მან “ელ მუნდო დეპორტივოსთან” ინტერვიუში განაცხადა: ” “ბარსელონა” დიდებული კლუბი და დიდებული გუნდია. “ბარსაში” თამაშზე ვერცერთი ფეხბურთელი ვერ იტყვის უარს.”
“სპორტის” ცნობით, ჰოლანდიელ ფეხბურთელი, რომელიც გამოძახებულია სანაკრებო მატჩში, რომელსაც ჰოლანდია თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, არასოდეს ყოფილა “კამპ ნოუზე”. “მე “ნოუ კამპზე” არასოდეს ვყოფილვარ, არც გულშემატკივრის და არც ფეხბურთელის რანგში. ჩემი ოცნება სწორედ ამ სტადიონზე თამაშია”.განაცხადა 24 წლის ფეხბურთელმა.
“მე “ნოუ კამპზე” დებიუტს მოუთმენლად ველი,” განაგრძო აფელაიმ. “მე მართლაც დიდ სიამოვნებას ვღებულობ, როდესაც “ბარსას” თამაშს ეკრანზე ვნახულობ. ალბათ ყველა ასეა, რადგანაც ეს გუნდი ძალიან მიმზიდველ ფეხბურთს თამაშობს.” თავის სათამაშო პოზიციაზე ჰოლანდიელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელ პოზიციაზე ვითამაშებ. ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელს დავჭირდები.”
“ბარსას” ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკ ვან ბომელმა აფელაის ტრანსფერთან დაკავშირებით განაცხადა: “ის ძალიან ტექნიკურია და ასევე ძალიან მორგებულია ტაქტიკურ თამაშთან. იგი სწრაფია და ვფიქრობ, რომ ფიზიკურადაც კარგ მდგომარეობაშია. მას თამაში ორივე ფეხით შეუძლია, შესაბამისად მისი ხილვა ჩვენ ორივე ფლანგზე შეგვიძლია”
“აფელაის ამჟამინდელი გუნდი “ბარსას” მსგავსი ტაქტიკით თამაშობს და არამგონია აფელაის რაიმე გაუჭირდეს. ლეო მესისთან, ჩავისთან და სხვა “ბარსას” ფეხბურთელებთან ერთად კი იგი ადაპტაციას ალბათ მალე გაივლის,” დაასრულა ვან ბომელმა.
აფელაიზე კომენტარი ასევე “ბარსას” ლეგენდამ, რონალდ კუმანმა გააკეთა: “ის დიდებული ნახევარმცველია და ვფიქრობ, რომ იგი სწორ მომენტში ტოვებს “პსვ”–ს. იბრაჰიმი მართლაც რომ თავისი საქმის პროფესიონალია და ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ “ბარსაში” მას რაღაც სირთულეები ნამდვილად დახვდება. ამ გუნდში ხომ ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ.”
“პსვ”–ს ყოფილმა მწვრთნელმა, ბრუინს სლოტმა თავისი ფიქრები გაგვიზიარა და განაცხადა: “მას თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია და სტილით ინიესტას გავს. ის სწრაფია, ძალიან ტექნიკური და ასევე ძალიან კარგი პიროვნება.”
აფეალაიმ, რომელიც “პსვ”–ში 2003/04 წლების სეზონიდან გამოდის, შეიძლება “ბარსაში” 20 ნომრიანი მაისური მოირგოს. ეს ნომერი მას “პსვ”–ში და ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში აქვს აღებული, “ბარსაში” კი 20 ნომრიანი მაისური არავის აცვია.

