workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აფელაი უკვე ესაუბრა გვარდიოლას

აფელაი უკვე ესაუბრა გვარდიოლას

 იბრაჰიმ აფელაიმ პირველად გააკეთა მინიშნება ბარსასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც კატალონიელებმა მიაღწიეს შეთანხმებას “პსვ”-სთან მის ტრანსფერთან დაკავშირებით. ნახევარმცველი ძალიან ბედნიერი იყო და აღიარა, რომ “კამპ ნოუზე” თამაში მისი ოცნებაა და მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერი საბოლოოდ არ შემდგარა, ის უკვე ესაუბრა პეპ გვარდიოლას, მის მომავალ მწვრთნელს.

”დაიცვა ”ბარსელონას” ღირსება ყოველი ფეხბურთელის ოცნებაა. თუ თქვენ ჩაატარებთ გამოკითხვას 100 ფეხბურთელში, 99 მათგანი გაიმეორებს ჩემს ნათქვამს” – განაცხადა აფელაიმ ჰოლანდიის ჩემპიონატის ფარგლებში ”ექსელსიორთან” გამართული მატჩში მოგების შემდეგ.

 მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ორივე მხარეს შორის უკვე მიღწეულია, მისი გადასვლა დამოკიდებულია კონტრქატის ხელმოწერაზე და სამედიცინო დასკვნაზე. აფელაის არ უნდა, რომ მოვლენებს გაუსწროს. ”ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებებს. მე ბედნიერი ვარ, მაგრამ ჯერ კონტრაქტს უნდა მოვაწერო ხელი”– აღნიშნა ჰოლანდიელმა.

 ”ჩემთვის ცნობილია ”ბარსას” სურვილი, რომ ჩამრიცხოს მის რიგებში და მათი წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს “პსვ”-სთან. ამიტომ უნდა დაველოდოთ სიტუაციის შემდგომ განვითარებას”-დაამატა აფელაიმ, რომელიც, დიდი შანსია, “ბარსაში” იანვარში გადაბარგდეს.

 როგორც ჩანს, უნივერსალურ ნახევარმცველს, რომელსაც შეუძლია ითამაშოს ნებისმიერ პოზიციაზე მოედნის ცენტრში, უკვე ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა პეპ გვარდიოლასთან, თუმცა მან თავი შეიკავა გაემხილა მასსა და პეპს შორის საუბრის დეტალები.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში