კატალონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხერარდ ლოპესი აცხადებს, რომ სერხიო ბუსკეტსის გამოძახების მიუხედავად, ის “ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველის მოედანზე შეშვებას არ გეგმავს, რადგან 27 წლის ფეხბურთელს მცირე ტრავმა აქვს.
“ვინაიდან ბუსკეტსს მცირე დისკომფორტი აქვს, ჩვენ მის შემადგენლობაში შეყვანას არ ვაპირებთ. მან გვითხრა, რომ ამ თამაშის გამოტოვება არ უნდოდა.” – განაცხადა ხერარდ ლოპესმა.
კატალონიის ნაკრები, 26 დეკემბერს, ბასკეთს ამხანაგურად დაუპირისპირდება. ვინაიდან მხარეები დამოუკიდებელ ქვეყნებს არ წარმოადგენენ, FIFA ამ თამაშს არ აღიარებს.