დღეს, ღამის პირველ საათზე, კატალონიის “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” მესამე ადგილზე მყოფ “ვილიარეალს” მიიღებს. დღევანდელ მატჩს კატალონიური კლუბი პიკესა და მილიტოს გარეშე ჩაატარებს…
“ვილიარეალამდე” “ბარსას” საშინაო არენაზე 2 ძალიან რთული მატჩის ჩატარება, “ვალენსიასთან” და “სევილიასთან” მოუწია. “ვალენსიელები” კატალონიელებმა ანგარიშით, 2–1 დაამარცხეს, ხოლო “სევილიელები” გამანადგურებელი ანგარიშით, 5–1. ახლა კი ჯერი “ვილიარეალზეა”. წლევანდელ სეზონში, ორივე გუნდი კარგად ასპარეზობს. სატურნირო ცხრილში მათ მხოლოდ მადრიდის “რეალი” უსწრებს.
“ბარსამ” შიდა ჩემპიონატების ბოლო 5 მატჩიდან 5–ივეში გამარჯვება მოიპოვა. მათ უკვე დაამარცხეს “სარაგოსა”, “სევილია”, “ხეტაფე” და “სეუტა”. ახლა კი ისინი “ვილიარეალის” დამარცხებას შეეცდებიან. ამ რთული მატჩიდან 2 კვირაში კი კატალონიელები “ნოუ კამპზე” მადრიდის “რეალს” მიიღებენ. “ვალენსიასთან” და “სევილიასთან” გუნდმა უკვე გაიმარჯვა და 6 ქულის აღება შეძლო. “ვილიარეალთან” მატჩის შემდეგ თუ “ბარსა” მაქსიმალურ შედეგს აჩვენებს, ეს ერთგვარი მიღწევაც კი იქნება. ასეთ გუნდებთან თამაში და მითუმეტეს მათი დამარცხება ხომ მარტივი არ არის.
ჩვენს საყვარელ გუნდს ორი მცველის, პიკესა და მილიტოს გარეშე მოუწევს მატჩის ჩატარება. ვინ შეცვლის მათ? შესაძლებელია აბიდალმა, რომელმაც წელს ერთხელ უკვე მოირგო ცენტრალური მცველის პოზიცია, ან საერთოდაც ლუის ენრიკეს შეგირდებმა, ფონტასმა და ბარტრამ. ასევე შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ხეფრენი, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს ტრავმის მოშუშებას. მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ვერ შეხვდება ასევე “ვილიარეალი”, რომელსაც სენა და ჟეფერსონი დააკლდება.
ბოლო წლებია “ვილაირეალი” “ნოუ კამპზე” არ აგებს. სამი წლის წინ, როდესაც გუნდს ფრენკ რაიკაარდი წვრთნიდა, მათ კატალონიელების დამარცხება ანგარიშით, 2–1 შეძლეს. 2 წლის წინ მათ ფრედ, 3–3 ითამაშეს, ხოლო 2010 წელს, მათ ბარსელონადან ისევ ერთი ქულის წამოღება შეძლეს. ასე, რომ არავინ არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ “ბარსას” მარტივი გასეირნება ელის.
დაიკიდეთ რეალი და მსაჯები ეგენი მთავარია ბარსამ თავისი თამაშები მოიგოს. ეგენი კიდე ბევრ ქულას დაკარგავენ და თუ ლა ლიგა ვერ მოვიგეთ თავის თავს დააბრალონ
ემერი მეცოდება კიდე უნდა გაფარჩაკდეს ბარსასთან არ ეყონ6-1?
ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-ალბა
პიანიჩი-დე იონგი
დემბელე-მესი-კოუტინიო
გრიზმანი
ცვლილებები:
პიანიჩი-ბუსკეტსი
დემბელე-ტრინკაო
კოუტინიო-ანსუ ფატი
გრიზმანი-ალენია (მესი ავა ცრუ ცრიანზე)
დე იონგი-პედრი
რობერტო პიკე ლენგლე ალბა
ბუსკეცი დე იონგი
დემბელე გრიზმანი კოუტინიო
მესი
გამიკვირდა შენ და რობერტო რომ დაწერე თან დაცვაში
გაგიკვირდა აბა რობერტოს გარდა გუნდში მარჯვენა მცველი არავინაა და
მეგონა მაინც ვინმეს სხვას დაწერდი ბარსა ბდან ან ვინმეს შეუცვლიდი პოზიციას
ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-ალბა
პიანიჩი-დე იონგი
დემბელე-მესი-კოუტინიო
გრიზმანი
ცვლილებები:
პიანიჩი-ბუსკეტსი
დემბელე-ტრინკაო
კოუტინიო-ანსუ ფატი
გრიზმანი-ალენია (მესი ავა ცრუ ცრიანზე)
დე იონგი-პედრი
რობერტო პიკე ლენგლე ალბა
ბუსკეცი დე იონგი
დემბელე გრიზმანი კოუტინიო
მესი
გამიკვირდა შენ და რობერტო რომ დაწერე თან დაცვაში
გაგიკვირდა აბა რობერტოს გარდა გუნდში მარჯვენა მცველი არავინაა და
ნეტუ
ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-ალბა
პიანიჩი-დე იონგი
დემბელე-მესი-კოუტინიო
გრიზმანი
ცვლილებები:
პიანიჩი-ბუსკეტსი
დემბელე-ტრინკაო
კოუტინიო-ანსუ ფატი
გრიზმანი-ალენია (მესი ავა ცრუ ცრიანზე)
დე იონგი-პედრი
რობერტო პიკე ლენგლე ალბა
ბუსკეცი დე იონგი
დემბელე გრიზმანი კოუტინიო
მესი
გამიკვირდა შენ და რობერტო რომ დაწერე თან დაცვაში
რობერტო პიკე ლენგლე ალბა
ბუსკეცი დე იონგი
დემბელე გრიზმანი კოუტინიო
მესი
4-2-3-1 კაი იქნებოდა რო გვენახა
სასტავი რას ფიქრობთ არტური რომ დარჩენილიყო კუმანი ათამაშებდა?
კოკლენიც დაიმატა ვალენსიიდან ვილიარელში