კატალონიურ გამოშვება “Sport”-ზე დაყრდნობით, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვინსენტე დელ ბოსკემ, დაასახელა ის ფეხბურთელები რომლებიც, პორტუგალიასთან ამხანაგურ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. ეს მატჩი გაიმართება 17 ნოემბერს “Luz de Lisboa”-ს სტადიონზე.
ამ ჩამონათვალში შედიან ის 22-23 წლის ფეხბურთელები, რომლებმაც “მსოფლიო ჩემპიონატ”-ში მიიღეს მონაწილეობა, სანტი კაზორლადან დაწყებული ხესუს ნავასით დამთავრებული. ასევე გამოძახებულები არიან ჩავი და პედრო, რომლებმაც წინა ორი მატჩი გამოტოვეს.
ჩავი ბოლომდე არ არის გამოჯანმრთელებული. თამაში იქნება ამხანაგური, ასე რომ ის არ შეუქმნის არანაირ პრობლემებს, თუ ჩავი ფრთხილად ითამაშებს. ასევე გამოძახებულები არიან ბარსელონას შემდეგი ფეხბურთელები: ვიქტორ ვალდესი, კარლეს პუიოლი, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი, პედრო როდრიგესი და დავიდ ვილია.
ეს ამხანაგური მატჩი იმართება “Candidatura Ibérica” კამპანიისთვის.