როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს კატალონიის “ბარსელონა” დიდ ინტერესს გამოთქვამს “პსვ ეინდჰოვენის” ნახევარმცველზე, იბრაჰიმ აფელაიზე. ამ ყველაფერზე კომენტარი გააკეთა “ბარსას” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად “პსვ”-ს მწვრთნელის თანაშემწემ ფილიპე კოკუმ. მან განაცხადა, რომ აფელაი მაღალი დონის ფეხბურთელია და მას ესპანურ გრანდში თამაში შეუძლია.
“მე ვფიქრობ, რომ აფელაი სწრაფად შეძლებს გუნდში ადაპტირებას. იბრაჰიმს აქვს დიდი ტექნიკა, კარგად ხმარობს ორივე ფეხს, აქვს მოედნის კარგი ხედვა და შეუძლია ითამაშოს რამდენიმე პოზიციაზე. ჰოლანდიის ნაკრებში მას ორივე ფლანგზე აქვს ნათამაშები, ხოლო წელს აფელაის “პსვ”-ში მარჯვენა ფლანგზე ათამაშებენ.”-განაცხადა ყოფილმა ბლაუგრანელმა “SPORT.ES”-თან ინტერვიუში.
კოკუ:”აფელაი მზადაა “ბარსაში” სათამაშოდ”
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.