ფეხბურთელებმა, რომლებიც “სეუტას” წინააღმდეგ არ ითამაშებენ, დღეს დილით, “სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში გამართეს…
დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობას პირველი გუნდის 7 ფეხბურთელი იღებდა, ხოლო 6 ფეხბურთელი მათ სხვადასხვა ასაკოვანი გუნდებიდან დაემატნენ. პირველ გუნდიდან ვარჯიშზე ხერარდ პიკე, დანი ალვესი,ს ერხიო ბუსკეტსი, ჩავი, ანდრეს ინიესტა და დავიდ ვილია იმყოფებოდნენ. ასევე ხეფრენ სუარესმა აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა.
ლუის ენრიკეს შეგირდებიდან კი დღევანდელ ვარჯიშზე რუბენ მინიო, ოიერ ოლაზაბალი, ედუ ორიოლი და კრისტიან ტელიო იმყოფებოდნენ. ასევე ვარჯიშს “ხუვენილ ა”–ს ფეხბურთელები, რაფა ალკანტარა და ხერარდ დეულოფი დაესწრნენ.
ოთხშაბათის ვარჯიშს პეპ გვარდიოლას ასისტენტი, ტიტო ვილანოვა გაუძღვა. ვარჯიში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.



