“ბარსელონას” არგენტინელი ფორვარდის, ლიონელ მესის ტრავმა დიდი დარტყმაა როგორც კლუბისთვის, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის, მაგრამ ლეოს არგენტინელმა ექიმმა, დონატო ვილანმა სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ 28 წლის ფეხბურთელი შესაძლოა მოედანზე დაგეგმილზე ადრე ვიხილოთ.
“მესის მუხლის მყესი აქვს დაზიანებული, მის აღსადგენად 7–8 კვირაა საჭირო. აღნშნული დროის გასვლის შემდეგ თამაში უპრობლემოდ შეეძლება.
მაგრამ ლეოს მრავალი წელია ვიცნობ, შესაძლოა იგი მოედანზე დანიშნულ დროზე ადრე დაბრუნდეს, რადგან, როდესაც ვერ თამაშობს გიჟს ემსგავსება.” – განაცხადა ვილანმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა მარცხენა მუხლი ლა ლიგის მე–6 ტურში, “ლას პალმასთან” მატჩის დროს დაიზიანა, მას მოედნის დატოვება შეხვედრის მე–10 წუთზე მოუწია.


