პარასკევს ლიონელ მესი, პედოი როდრიგესი, კარლეს პუიოლი და ჩავი ჰერნანდესი იყვნენ მოწვეული ,,ვარეკაის” წვეულებაზე. წვეულებაზე იყო უამრავი ესპანეთში ცნობილი ადამიანი, თუმცა, განსაკუთრებულ ყურადღებას ,,ბარსელონელები” იქცევდნენ.
კარლეს პუიოლისთვის ეს წვეულება პირველი იყო, რომელსაც თავის შეყვარებულთან ერთად დაესწრო. მესი და პედრო როდრიგესიც მომავალი მეორე ნახევრებით მოვიდნენ. მხოლოდ ჩავი მოვიდა მარტოდმარტო.
,,ვარეკაის” საფუძველი 2002 წელს მონრეალში ჩაეყარა. მისი დასაბამიდან ეს წვეულებები სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. ეს წვეულება ბარსელონაში 5 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.



