გუშინდელი ბურთი ლეო მესისათვის გვარდიოლას ეპოქაში იყო მე–100–ე ბურთი. გვარდიოლა “ბარსელონას” უკვე მე–3 სეზონია წვრთნის, ამ არცთუისე დიდ დროში მესიმ უკვე მოასწრო და მე–100 ბურთი გაახვია მეტოქეთა კარის ბადეში. ეს მართლაც, რომ შთამბეჭდავი და შესანიშნავი სტატისტიკაა. მესიმ 100 გოლიდან 64 ლა ლიგაში გაიტანა, 22 ჩემპიონთა ლიგაზე, 7 ესპანეთის თასზე, 5 სუპერთასზე, და 2იც “მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე”. მან 117 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ ყოველ მატჩში გვარდიოლას ეპოქაში არგენტინელი ვუნდერ– კინდი 0,85 გოლს იტანდა.
მესის შემდეგ სამუელ ეტოო და ტიერი ანრი მოდიან 36 და 30 გოლი შესაბამისად, ხოლო მათ შემდეგ მოდის პედრო როდრიგესი 25 ბურთით.შარშან მესიმ 47 გოლი გაიტანა, მან “ელ ფენომენოს” რეკორდი გაიმეორა, წელს ლეო კვლავაც იტანს გოლებს, მას 13 მატჩში 15 ბურთი აქვს, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.
ახლა კი გთავაზობთ სრულ ცხრილს გვარდიოლას ეპოქაში გოლების გამტანებისას:
მესი – 100
ეტო’ო -36
ანრი – 30
პედრო – 25
ბოიანი – 22
იბრაჰიმოვიჩი – 22
ჩავი – 18
კეიტა -13
ალეში – 11
პიკე – 8
ინიესტა – 8
ვილია – 6
ბუსკეტსი – 5
გუდიონსენი – 4
მარსკესიე – 4
ტურე – 4
პუიოლი – 3
ხეფრენი – 2
სილვინიო – 1
ტიაგო – 1
მაქსველი – 1
ეტო’ო -36
ანრი – 30
პედრო – 25
ბოიანი – 22
იბრაჰიმოვიჩი – 22
ჩავი – 18
კეიტა -13
ალეში – 11
პიკე – 8
ინიესტა – 8
ვილია – 6
ბუსკეტსი – 5
გუდიონსენი – 4
მარსკესიე – 4
ტურე – 4
პუიოლი – 3
ხეფრენი – 2
სილვინიო – 1
ტიაგო – 1
მაქსველი – 1
გოლი საკუთარ კარში – 8
ფეხბურთელთა გვარები, რომლებიც წერია დახრილად ისინი აღარ თამაშობენ კატალონიურ კლუბში.



