“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბის ახალი ტექნიკური დირექტორი რობერტ ფერნანდესი სან ფრანცისკოში იმყოფება, სადაც ის პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს ერთ-ერთ სასტუმროში შეხვდა.
ფერნანდესი თვალს მიადევნებს 2 ამხანაგურ შეხვედრას, რომლებსაც “ბარსელონა” “მანჩესტერთან” და “ჩელსისთან” გამართავს.