ცოტა ხნის წინ დასრულდა მატჩი “ბარსა ბ”–სა და “ალკორკონს” შორის, რომელშიც კატალონიელებმა “ალკორკონი” ანგარიშით 1–3 დაამარცხეს. “ბარსა ბ”–ს მხრიდან გოლების გატანა როჩინამ, კარმონამ და ქრისტიან ტელიომ შეძლეს…
“უესკასთან” მარცხის შემდეგ “ბარსა ბ”–მ პირველი გამარჯვების მოპოვება შეძლო. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმის მიწურულს კი კატალონიელებმა სამი ქულის “ჩაჯიბება” მოახერხეს. ლუის ენრიკეს შეგირდები ახლა მეოთხე ადგილზე, 19 ქულით იმყოფებიან.
“ბარსა ბ”–მ მატჩი ძალიან კარგად დაიწყო და ბურთზე კონტროლის დამყრაბეაც შეძლო. ფეხბურთელებმა მალე გოლის გატანის შანსებიც შეიქმნეს, კონკრეტულად კი გოლის გატანის შანსი ნოლიტოს ქონდა, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ კატალონიელებს რამდენიმე მომენტი ქონდათ, მაგრამ “ალკორკონის” კარის ბადე არა და არ ირხეოდა. თავის მხრივ გოლის გატანის შანსები “ალკორკონის” ფეხბურთელებსაც ქონდათ, მაგრამ მათ მასიპს ვერ აჯობეს.
37–ე წუთი იყო, როდესაც ედუ ორიოლმა ბურთი ნოლიტოსკენ გადაგზავნა, რომელმაც თავის მხრივ ბურთი როჩინას მიაწოდა. აი აქ კი ანგარიში გაიხსნა, მაგრამ 5 წუთში ქუინიმ ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ასე, რომ გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.
შესვენების შემდეგ “ალკორკონის” ფეხბურთელები დიდი შემართებით გამოვიდნენ და მატჩი ძალიან სწრაფ ტემპში განაახლეს. ბორხას ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი მიეცა, მაგრამ მან კატალონიელთა კარის დარაჯს ვერ აჯობა. ორივე გუნდი ცდილობდა შეტევების წარმოებას, მაგრამ მეკარეებისა და მცველების წყალობით ანგარიში არ იცვლებოდა.
83–ე წუთზე “ბარსა ბ”–ს ფეხბურთელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც კარმონამ გუნდის დაწინაურება შეძლო. ამ მომენტიდან 88–ე წუთამდე გუნდს კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი ქონდა, მაგრამ ანგარიშის 3–მდე გაზრდა გუნდმა ვერ შეძლო. მატჩში საბოლოო წერტილი 88–ე წუთზე, ტელიომ დასვა. მან ანგარიში 2–მდე გაზარდა, რის შედეგადაც გამარჯვებულის ვინაობა დროზე ადრე გამოვლინდა. დამატებით დროში “ალკორკონის” მეკარე მანუმ წითელი ბარათის მიღებაც კი მოახერხა. მან მონტოიასთან ორთაბრძოლაში ცხვირის დაზიანება შეძლო, რის შემდეგაც იგი ძალიან გაცხარდა და გუნდი მეკარის გარეშე დატოვა.


