დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი იმ კანდიდატთა ვინაობა, რომლებიც “ბარსელონას” პრეზიდენტობისთვის იბრძოლებენ. ესენი არიან: ხოსეპ მარია ბართომეუ, ხუან ლაპორტა, აგუსტი ბენედიტო და ტონი ფრეიშა.
დღეს საბოლოოდ დაუმტკიცდა თითოეულ კანდიდატს ხელმოწერების ზუსტი რაოდენობა. გადამოწმების შემდეგ გაუქმდა ცარიელი ან გაორმაგებული ბიულეტინები. ამდენად, 5 კანდიდატიდან მხოლოდ 4-მა მოაგროვა აუცილებელი 2534 ხელმოწერა. თამაშგარეში დარჩა ხუან ბატისტე, რომელსაც მხოლოდ 2518 ხელმოწერა დაუმტკიცდა.
საბოლოო შედეგები ასეთია:
ხოსეპ მარია ბართომეუ: 9124 მოგროვებული ხელმოწერა, 8554 – დამტკიცებული.
ხუან ლაპორტა: 4802 მოგროვებული ხელმოწერა, 4272 – დამტკიცებული.
აგუსტი ბენედიტო: 3815 მოგროვებული ხელმოწერა, 3367 – დამტკიცებული.
ტონი ფრეიშა: 3289 მოგროვებული ხელმოწერა, 3068 – დამტკიცებული.
ახლა საარჩევნო კამპანია იწყება. არჩევნებამდე დარჩენილია 10 დღე.