“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი აგუსტი ბენედიტო, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველ მარკო ვერატის იყიდის.
“ჩვენ ვერატის შეძენით ვართ დაინტერესებულნი”, – აცხადებს ბენედიტო.
აღსანიშნავია, რომ ბენედიტოს გარდა, ვერატის შეძენას, კატალონიური კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტონი ფრეიშაც აპირებს.
“ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივლისს გაიმართება.