“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა გრეგორიო მანსანომ გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მის გუნდი კატალონიურ “ბარსელონასთან” 5–0 განადგურდა:
” ჩვენ “ბარსელონას” ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ. მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჩაგრა, რაც ანგარიშზეც მეტყველებს. “ბარსელონა” რაღაც გამორჩეული, განსხვავებული სტილით თამაშობს. გუშინ საშინელი საღამო იყო ჩემთვის. ძალიან რთულია დღევანდელი “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში. არაფერი არაა საკითხავი, “ბარსა” საუკეთესოა. არ მაქვს არანაირი პრობლემა, მივესალმები ამას,” განაცხადა მანსანომ ABC de Sevilla–სთან ინტერვიუში. ცნობისთვის მანსანო “სევილიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი დანიშნულია და არც თუ ისე ცუდი შედეგი აქვს.



