ესპანურმა გამოცემა Marca-მ მომხმარებლებს შორის, “ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატებზე აზრის დასაფიქსირებლად, ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგებითაც ცნობილი გახდა, რომ, თუ არჩევნები ახლა გაიმართებოდა, ხოსეპ მარია ბართომეუ გაიმარჯვებდა.
ბართომეუმ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა, 35.7% დააგორვა. მეორე ადგილი დაიკავა ხუან ლაპორტამ, რომელსაც ხმების 27.5% ერგო. მესამე ადგილზე იმყოფება აგუსტი ბენედიტო 2.3%-იანი შედეგით.
“ბარსელონაში” საპრეზიდენტო არჩევნები 18 ივლისს გაიმართება.