workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” – ”სევილია”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” – ”სევილია”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

მას შემდეგ, რაც თავის შეგირდებს გამარჯვება მიულოცა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ შეძლო და თავის ფეხბურთელებს დაუბრუნა ისეთი თვისებები, როგორიცაა დალაგებული თამაში და კარგი ურთიერთგაგება.

”ბარსას” მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ მისმა გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა შესანიშნავი ფიზიკური მომზადება და კარგი თამაში. განსაკუთრებით მან აღნიშნა, რომ ამ შაბათს ”ბარსელონამ” დაიბრუნა ძველი თავდაჯერებულობა და ეხლა ეს ის გუნდია, რომელსაც შეუძლია ყველა ტიტულისთვის იბრძოლოს.

მაქსიმალური სერიოზულობა
მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდმა შეძლო და შეინარჩუნა კონცენტრაცია მოწინააღმდეგის ფეხბურთელის გაგდების შემდეგ: ”არის ისეთი შემთხვევები, რომ რიცხობრივად მოედანზე მეტი რჩები, მაგრამ მოწინააღმდეგე ახერხებს და საკუთარ თამაშს თავს გახვევს. ბიჭებმა სწორი მიმართულება შეინარჩუნეს მთელი მატჩის განმავლობაში. მთლიანობაში ძალიან კარგი მატჩი იყო”.

ჩავის გამოჯანმრთელება კარგად მიდის
ამ მატჩში კიდევ კარგი ინფორმაცია იყო მოედანზე ჩავის ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა. როგორც პეპმა განაცხადა: ”ჩავი მთელი მატჩის განმავლობაში თავს კარგად გრძნობდა. ვულოცავ ექიმებს და ფიზიოთერაპევტებს კარგად ჩატარებულ სამუშაოს. ჩვენ ყველა ამ მომენტს ველოდით და ეხლა უკვე ჩავი დაბრუნდა. ეს შესანიშნავი ინფორმაციაა”.

დანი ალვესი
დანი ალვესის შესახებ გვარდიოლამ განაცხადა: ”ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის. ის ჩვენ გვატებს ინტენსიურობას, სისწრაფეს, სიღრმიდან შეტევებს. მე მასზე ვსაუბრობ, როგორც უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელზე”.

დაცვა
პეპმა ასევე დაცვის კარგ თამაშზე ისაუბრა: ”ჩვენ ერთდროულად ვიცავთ თავს და ვუტევთ. ჩვენ გვჭირდება მატჩის მთლიანი კონტროლი, მინდვრის მთლიანი კონტროლი რათა ვიყოთ დარწმუნებულები. თუ დარწმუნებულები არ ვიქნებით ბევრი შეცდომა გვექნება”.

ვილია
”ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვილიამ თავისი მომენტები გამოიყენა. ეს ფეხბურთელი ჩვენს თამაშს ბევრ რამეს მატებს. ყველაფრის მიუხედავად ის თავდამსხმელია და გოლების გატანა სჭირდება. ამჯერად მას ყველაფერი გამოუვიდა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში