workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვარსკვლავური ტრიო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

ვარსკვლავური ტრიო ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

დანიელ ალვესი, სეიუდუ კეიტა და ადრიანო შაბათს ძველი მეგობრების წინააღმდეგ მატჩს გამართავენ…

“ბარსას” ვარსკვლავური ტრიო ხვალ თავიანთი ყოფილი გუნდის, “სევილიას” წინააღმდეგ გამოვლენ. ეს მათთვის პირველი შემთხვევა არ იქნება, რადგანაც სამივე ფეხბურთელს ანდალუსიელთა წინააღმდეგ მატჩი უკვე ჩატარებული აქვთ. პეპ გვარდიოლას შეგირდები “სევილიას” წელსაც დაუპირისპირდნენ. “ბარსამ” ანდალუსიელების დამარცხება “ესპანეთის სუპერთასზე” შეძლო.

დანი ალვესს თავის ყოფილ გუნდთან “ლა ლიგას” ოთხივე მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. იგი სევილიადან ბარსელონაში 2008 წელს გადმობარგდა. ყოფილ გუნდთან მისი პირველი დებიუტი 2008 წლის 29 ნოემბერს შედგა. მან ამ მატჩში მოედანზე 90 წუთი დაჰყო. საბოლოოდ “ბარსამ” ანგარიშით, 0–3 გაიმარჯვა.

სეიდუ კეიტას ანდალუსიელთა წინააღმდეგ “ლა ლიგაში” 3 მატჩი აქვს გამართული. მან 2010 წლის 16 იანვარს “სევილიასთან” მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, რადგანაც იგი აფრიკის პირველობაზე საკუთარი ნაკრების ღირსებას იცავდა. ამ შეხვედრაში “ბარსამ” “სევილია” ანგარიშით, 4–0 გაანადგურა. კეიტა ალვეშისავით “ბარსაში” 2008 წლიდან ირიცხება და შესაბამისად დანარჩენ სამ თამაშში მონაწილეობა მიღებული აქვს.

ადრიანო ერთადერთი ყოფილი “სევილიელია”, რომელსაც შაბათს “ლა ლიგაში” თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ დებიუტი ექნება. ბრაზილიელმა ზაფხულში “სევილიას” წინააღმდეგ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. “სანჩეს პისხუანზე” იგი მოედანზე ბოლო სამ წუთში, გაბი მილიტოს ნაცვლად შემოვიდა, ხოლო “კამპ ნოუზე” ბოლო წუთები ჩავი ერნანდესის ნაცვლად დაჰყო.

ჩავი ერნანდესსა და ვიქტორ ვალდესს “ბარსას” შემადგენლობიდან “სევილიას” წინააღმდეგ ყველაზე მეტჯერ აქვთ ნათამაშები. ჩავიმ ანდალუსიელთა წინააღმდეგ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აქედან 11 გამარჯვებით, 2 ფრედ, ხოლო 4 მარცხით დაასრულა. ვალდესს კი სევილიელთა წინააღმდეგ 14–ჯერ აქვს ნათამაშები. 14–ივე მატჩში იგი ძირითად შემადგენლობაში გვევლინებოდა. ვალდესი გუნდს გამარჯვებაში 10–ჯერ დაეხმარა, 3 მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო ერთშიც მარცხი იგემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში