”ბარსელონა” – ”სევილია” დიდებული მატჩის სინონიმია. ანდალუსიური კლუბი ბოლო წლებში ლა ლიგაში მაღალ საფეხურებს იკავებს, რაც ისეთი ფეხბურთელების დამსახურებაა, როგორებიცაა ფრედერიკ კანუტე და ლუიშ ფაბიანო. გუნდში გრეგორიო მანსანოს დანიშვნამ ახალი ენერგია მოიტანა და ეხლა ”სევილია” ”ნოუ კამზე” ამაღლებული განწყობით მიდის. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი ვიზიტი ”ნოუ კამპზე” მათი განადგურებით დასრულდა.
4 გამარჯვება რაიკაარდთან ერთად
2004-05 სეზონში, როცა გუნდს ფრანკ რაიკაარდი წვრთნიდა, ”ნოუ კამპზე” რონალდინიოს შესანიშნავი გოლის წყალობით დამარცხდა ”სევილია”. 2005-06 სეზონში კანუტეს გოლს ეტო’ომ და რონალდინიომ უპასუხეს. შემდეგ სეზონში რონალდინიომ და მესიმ აგებინეს ”სევილიას” პასუხი სუპართასზე განადგურებისთვის. სამი წლის წინ კი ”სევილიასთან” მესიმ დუბლი გაიფორმა.
4-0 გვარდიოლასთან ერთად
ზუსტად ამ ანგარიშით დამთავრდა ორივე მატჩი ”სევილიას” წინააღმდეგ გვარდიოლას მწვრთნელობისას. 2 წლის წინ ინიესტას შესანიშნავი თამაშის წყალობით დაამარცხეს ანდალუსიელები. შარშან კი ესპანეთის სამეფო თასიდან გამოგდების გამო მათ გოლები მესიმ და პედრომ გაუტანეს, ერთი გოლი საკუთარ კარში ესკუდემ გაიტანა.



