კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, “სევილიასთან” მატჩის წინ კომენტარი გააკეთა ჩავი ერნანდესის შესახებ და დაამატა, რომ იგი ჯერ არაა მზად, რომ რაიმე საჩივარი შეიტანოს პინტოს დისკვალიფიკაციასთნ დაკავშირებით.:
” ჩავი მწყობრშია, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ შეუძლია 90 წუთი თამაში. ამ დროის მანძილზე, ჩავიმ კარგად იმკურნალა, ფიზიკურადაც კარგად მოემზადა, თუმცა ბოლომდე მზად მაინც არ არის,” განაცხადა პეპმა.” მე არაფერის თქმა არ შემიძლია პინტოს დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება უეფამ. მას შემდეგ რაც გაირკვევა ყველაფერი, გადავწყვეტთ შევიტანოთ თუ არა საჩივარი,” ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Marca.



